თინა ხიდაშელი: ეს იყო ჩიკაგოში

  ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მისი და მისი მეუღლის დავით უსუფაშვილის სიყვარულის ისტორიას იხსენებს.
“ეს იყო ჩიკაგოში, ლექცია გაგვიცდა და საათნახევარი მშვენიერი უნივერსიტეტის, დიდებული სამართლის სკოლის, სრულიად ფანტასტიკურ ბიბლიოთეკაში გავატარეთ. იმის შემდეგ უკვე 20 წელი გავიდა… ეს ისე გამახსენდა… დღეს ყველა სიყვარულის ისტორიებს ყვება. ვალენტინობას გილოცავთ. კი მგონია, რომ ეს ყველაფერი “ბოროტი ამერიკელების” მოგონილი ხრიკებია სრულიად და ექსკლუზიურად კომერციული ინტერესებით ნაკარნახევი, მაგრამ მაინც გილოცავთ. P.S. 18 წლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ლექცია, რომელიც გამიცდა, მაშინ სწორედ იმ უნივერსიტეტის პედაგოგს ბარაკ ობამას უნდა ჩაეტარებინა“,-წერს ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

1624627_221532684719589_792921487_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები