წაქცეული ხეები და სახურავის გარეშე დარჩენილი საცხოვრებელი სახლები – სტიქია ახმეტაში

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა.

სტიქიის შედეგად განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი.

გარდა ამისა, ქარმა რამდენიმე სოფელში 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. მათ შორის არის პანკისის ხეობაში არსებული პოლიციის შენობაც.

სტიქიის ზონაში ვითარებას ადგილზე ახმეტის მერი ეცნობა. ალექსი ფიცხელაურის თქმით, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ხეობის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

„სტიქიისგან მიყენებული ზარალის კონკრეტული მოცულობა ამ ეტაპზე უცნობია, ადგილზე ვმუშაობთ და ვსწავლობთ მდგომარეობას. სოფლებში სახლებს სახურავები გადახადა, დაგლეჯილია ხეებიც. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, – აღნიშნა ფიცხელაურმა.

ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ახმეტის და თელავის აბონენტების ნაწილიც.

სტიქიამ პანკისი-ახმეტა-თელავის მიმართულებით მრავალწლიანი ხეები წააქცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები