ისრაელის წარმომადგენლები მძევლების შესახებ მოლაპარაკებებისთვის კაიროში ჩავიდნენ

ისრაელის წარმომადგენლები მძევლების გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის კაიროში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კაიროში გამგზავრებას ფონად ერთვის ცხარე დებატები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მტკიცე პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ისრაელის არმიის წარმომადგენლობა უნდა შენარჩუნდეს „ფილადელფის დერეფანში“ [ეს დერეფანი კრიტიკულ ბუფერულ ზონად ითვლება ეგვიპტესა და ღაზას შორის].

ვიზიტის პარალელურად, თელ-ავივში ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი შეიკრიბება, ხოლო კატარის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ალ-ტანი სავარაუდოდ მომავალი კვირის დასაწყისში, ირანში გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები