რუსეთში აცხადებენ, რომ კურსკის ოლქი 133 190-მა ადამიანმა დატოვა, ევაკუაცია კვლავ გრძელდება

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული ოლქი 133 190-მა ადამიანმა დატოვა და ევაკუაცია კვლავ გრძელდება.

სმირნოვის თქმით, რეგიონში საჰაერო თავდასხმები გახშირდა.

ხოლო ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის ალექსანდრე ბოგომაზის თქმით, რუსეთის სასაზღვრო ჯარებმა რეგიონის ტერიტორიაზე დივერსანტების შეღწევა აღკვეთეს.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის საზღვრისპირა სოფლებში სოფლის მეურნეობისა და სამრეწველო საწარმოებისთვის მიყენებული ზიანის შესაფასებლად შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები