ზელენსკი: უკრაინის ოპერაცია კურსკის ოლქში აბსოლუტურად სამართლიანია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ოპერაცია რუსეთის კურსკის ოლქში აბსოლუტურად სამართლიანია.

მისი თქმით, უკრაინა ომს აბრუნებს იქ, საიდანაც ის დაიწყო.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპანტის ჩვენი მიწიდან განდევნისთვის რუსეთის სახელმწიფოსთვის მის ტერიტორიაზე რაც შეიძლება მეტი პრობლემა უნდა შევქმნათ. ეს ჩვენი ჯარისკაცების გმირული საქმეა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები