ბოტსვანაში მსოფლიოში სიდიდით მეორე ბრილიანტი აღმოაჩინეს

ბოტსვანაში აღმოაჩინეს ბრილიანტი, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე ადგილს იკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 2492 კარატიანი ბრილიანტის ქვა კაროუს მაღაროში ნახეს, რომელიც კანადურ კომპანია Lucara Diamond-ს ეკუთვნის.

როგორც ბოტსვანას მთავრობამ განაცხადა, ეს იყო ყველაზე დიდი ბრილიანტი, რომელიც ოდესმე სამხრეთ აფრიკის შტატში აღმოუჩენიათ.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დიდი აღმოჩენა 3106 კარატიანი ბრილიანტის ქვის შემდეგ, რომელიც 1905 წელს სამხრეთ აფრიკაში იქნა ნაპოვნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები