ტაილანდში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად შვიდი ტურისტი დაიღუპა

ტაილანდში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,- ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ბანგკოკიდან ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სანაპიროზე მიფრინავდა.

ხელისუფლება ამ დროისთვის დაკარგულ პილოტსა და მგზავრებს ეძებს. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ სურათებზე თვითმფრინავის ნამსხვრევები, ტანსაცმელი და მიწაზე მიმოფანტული ნივთები ჩანს.

“ჩამოვარდნის შემდეგ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. შევამოწმეთ ნამსხვრევები, პილოტი ან მგზავრები ჯერ ვერ ვიპოვეთ. ჩვენ გავაფართოებთ ძიების რადიუსს”,- აცხადებს პოლიციის წარმომადგენელი.

როგორც პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, სამაშველო ოპერაცია აქტიურად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები