კურსკის გუბერნატორი: 133 ათასმა მცხოვრებმა სახიფათო ტერიტორია დატოვა

დღეს კურსკის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 133 ათასზე მეტმა მაცხოვრებელმა სახიფათო ადგილები საბრძოლო მოქმედებების გამო დატოვა.

გუბერნატორის, ალექსეი სმირნოვის განცხადებით, 9 ათასზე მეტი ადამიანი საკუთარ სახლებში რჩება.

ამავდროულად, როგორც სმირნოვი აღნიშნავს, წასული ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილი – 12 ათასზე მეტი – იმყოფება ხელისუფლების მიერ შექმნილ დროებით ბანაკებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები