სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის საზღვარზე არსებულ მდინარეში, სულ მცირე, 8 მიგრანტი დაიხრჩო

სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის საზღვარზე მდებარე მდინარე დრინაში, სულ მცირე, 8 მიგრანტი დაიხრჩო, – ამის შესახებ ინფორმაციას reauters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

“სულ მცირე, რვა მიგრანტი დაიხრჩო და რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაიკარგა, როდესაც ნავი, რომელიც სერბეთიდან ბოსნია-ჰერცეგოვინაში მდინარე დრინას საზღვრის უკანონო გადაკვეთას ცდილობდა, ამოტრიალდა”,- განაცხადა ვლადა რანკიჩმა, სამოქალაქო თავდაცვის სამაშველო ჯგუფის ლიდერმა.

მისი თქმით, სამოქალაქო თავდაცვის სამაშველო ჯგუფები, ბოსნიისა და სერბეთის სასაზღვრო პოლიცია, მყვინთავები და მეხანძრეები მდინარის ტყის ნაპირებთან, დაკარგულთა მოსაძებნად არიან განლაგებულნი.

როგორც გამოცემა იუწყება, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ნავზე 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 15-მა ბოსნია-ჰერცეგოვინაში გადასვლა მოახერხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები