ინდოეთის პრემიერი – “ინდოეთი რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობისთვის მზად არის”

რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობისთვის მზად ვართ,- ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ვარშავაში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.

მოდიმ აღნიშნა, რომ არანაირი კონფლიქტი არ შეიძლება მოგვარდეს ბრძოლის ველზე.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგსა და დიპლომატიას, მშვიდობისა და სტაბილურობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას. ინდოეთი მზადაა, ამაში წვლილი შეიტანოს მეგობრულ ქვეყნებთან ერთად”, – აღნიშნა მოდიმ.

თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ინდოეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ომის დასასრულებლად, რომელსაც უკრაინა ინდოეთის სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის მიერ, პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის მეორე მხარეს აწარმოებს.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა მზადყოფნა პირადად ჩაერთოს ომის მშვიდობიანი, სამართლიანი და სწრაფი დასრულების საქმეში.

ისტორიამ ასწავლა ჩვენს ერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წესების, საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები