კიევში აშშ-ის საელჩო, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების გაზრდილი რისკის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

კიევში აშშ-ის საელჩო, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რუსეთის შესაძლო საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

“მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 24 აგვისტოს, უკრაინის მთელს ტერიტორიაზე რუსული უპილოტო თვითმფრინავების და სარაკეტო თავდასხმების გაზრდილი რისკია მოსალოდნელი როგორც ღამის, ისე დღის განმავლობაში”,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებმა თვალყური ადევნონ ადგილობრივ მედიას, მოძებნონ თავშესაფარი და საჰაერო განგაშის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩავიდნენ თავშესაფარში, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში კი მიჰყვნენ უკრაინელი ოფიციალური პირების მითითებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები