რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – ჩვენმა სამხედროებმა კურსკის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფი გაანადგურეს

რუსეთის ჯარებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი კურსკის ოლქის სკრილიევკას რაიონში აღმოაჩინეს და გაანადგურეს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სადაზვერვო და სამძებრო ოპერაციები ტყეებში მტრის დივერსიული ჯგუფების იდენტიფიცირებისა და განადგურების მიზნით გრძელდება, რომლებიც ცდილობდნენ რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევას.

“სოფელ სკრილიევკას სამხრეთ-დასავლეთით 1 კილომეტრში ტყის ტერიტორიაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების 82-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი განადგურდა”, – ნათქვამია სამხედრო დეპარტამენტის მოხსენებაში.

თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ განადგურდა ორი ჯავშანტექნიკა, ერთი ჯარისკაცი კი ტყვედ აიყვანეს.

ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ რუსის ჯარებმა უკრაინის თავდასხმის ჯგუფების მცდელობები კომაროვკას, კორენევოს, ლოკნიასა და კონოპელკას დასახლებების მიმართულებით ჩაშალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები