“ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან რჩება ქვეყნის მშვიდობიანი და წარმატებული განვითარების გარანტად” – წილოსანი
“ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან რჩება ქვეყნის მშვიდობიანი და წარმატებული განვითარების გარანტად”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი აცხადებს.
დეპუტატის თქმით, დიდი რისკია ივანიშვილზე ფიზიკური თავდასხმის და სხვადასხვა საშიშროებების მიმართულებით.
“ეს საშიშროება კარგად დაგვანახვა მათ შორის საზღვარგარეთ მიმდინარე პროცესებმა და პოლიტიკოსებზე იმ თავდასხმებმა, რისი დიდი შესაძლებლობაც არსებობს, რომ საქართველოშიც განმეორდეს გლობალური ომის პარტიის მხარდამჭერების მხრიდან. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მათი ნომერ პირველი სამიზნეა, ხოლო ჩვენთვის ნომერ პირველი ადამიანია, ვისი დაცვაც და უსაფრთხოებაც გარანტირებული უნდა იყოს. რაც ვნახეთ, ეს იყო უსაფრთხოების ნორმები, რაც ლოგიკური და ადეკვატური იყო. გასაკვირი ის არის, ოპონენტები რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ასეთი ნორმებით, რაიმეს მართლა ხომ არ ბედავდნენ, ან რაზე დასწყდათ გული?”, – აღნიშნავს წილოსანი.