გიორგი მარგველაშვილი ყირგიზ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში ვიზიტისას შეხვედრა ყირგიზ კოლეგასთან გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი და ალმაზბეკ ატამბაევი ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს და ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზდენტის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და, შესაბამისად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთახმების გაფორმება საქართველოს მეგობარ ქვეყნებსაც ახალ შესაძლებობებს უხსნის ევროპის ბაზარზე გასვლის თვალსაზრისით. ორი ქვეყნის ლიდერებმა რეგიონში არსებული ვითარებაც განიხილეს და ყურადღება ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს. ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრისას ყირგიზი კოლეგა საქართველოში მოიწვია. ალმაზბეკ ატამბაევმა სიამოვნებით მიიღო გიორგი მარგველაშვილის მიწვევა და აღნიშნა, რომ აუცილებლად ესტუმრება საქართველოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები