უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის კიდევ ერთი დასახლება დაიკავეს

უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება აიღეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მოხსენებაზე დაყრდნობით განაცხადა.

ზელენსკიმ ისაუბრა ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებით თავდაცვის გაძლიერების ნაბიჯებზე.

„მთავარსარდალმა წარმოადგინა აქტიური ოპერაციების მოხსენება ყველა რაიონში ოპერატიულ ვითარებასთან დაკავშირებით, ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებით თავდაცვის გაძლიერების ნაბიჯების შესახებ. კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში უკრაინის კონტროლის ქვეშ კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი მოექცა და გვაქვს გაცვლის ფონდის შევსება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხედროს, პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურს შორის სასაზღვრო ზონაში მოქმედებების კოორდინაციას, კერძოდ, კურსკის რეგიონის ჰუმანიტარული კოლონების გარკვეულ რაიონებში ორგანიზებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები