“ჩვენი ოპოზიციისთვის ხომ უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მეასე და მეათასე ხარისხოვანია” – ქადაგიშვილი

“ჩვენი ოპოზიციისთვის ხომ უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მეასე და მეათასე ხარისხოვანია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

“ერთი რამ ნათელია, რომ იმას, ვინც მშვიდობისთვის იბრძვის, ესვრიან. ეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის მაგალითზეც თვალნათლივ ვიხილეთ სულ რაღაც 1 თვის წინ. ასევე ვიხილეთ, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მაგალითზე. ისტორიულად თუ გადავხედავთ, ბევრ მნიშვნელოვან, მსოფლიო პოლიტიკოსს მაშინ ესროდნენ, როდესაც ის ყველაზე მეტად იბრძოდა მშვიდობისთვის. ამიტომ, აქაც რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური კონტექსტი სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს. აგრეთვე, ვიცით, რომ უსაფრთხოების სამსახური კონკრეტულ გამოძიებას ატარებს, პრევენციულ ზომებს იღებენ და ის, რომ მას უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული აქვს, ესეც კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარეა”, – განმარტავს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები