„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საქართველოს რყევის დაუსრულებელი ისტორია გვახსოვს” – ქადაგიშვილი
“როცა საუბარია, რა ამოძრავებდა რადიკალურ ოპოზიციას და მასთან ასოცირებულ არასამთავრობო სექტორს, თუ პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს, ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოქცევა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობის“ დაუმორჩილებლობის მთელი ციკლი სწორედ აქეთკენ იყო მიმართული. ისინი აცხადებდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ ემორჩილებოდნენ და არ აღიარებდნენ. მათი მხრიდან საქართველოს რყევის დაუსრულებელი ისტორია გვახსოვს. ქვეყანა მყარ ინსტიტუციურ საფუძველზეა, ინსტიტუტები მყარია, ფუნქციონირებადია და დემოკრატიულია. სწორედ ამიტომ, მათი დესტრუქციის მიუხედავად გადაწყვიტეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წასულიყვნენ. კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კარებთან მივიდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი ვერდიქტი ექნება”, – აღნიშნა დეპუტატმა.