რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: ესენი არიან პოლიტიკური პროექტები, რომელთაც ერთადერთი პოლიტიკური მიზანი აქვთ – საქართველოს განადგურება

მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებების საკითხს გამოეხმაურა.

„ოპოზიციაში პოლიტიკური პარტიები არ არიან, ესენი არიან პოლიტიკური პროექტები, რომელთაც ერთადერთი პოლიტიკური მიზანი აქვთ: საქართველოს განადგურება. ეს ადამიანები დაცლილი არიან პრინციპებისგან, ღირებულებებისგან და ზნეობისგან. ისინი ზუსტად იმ სახეს აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი და მოქალაქე. თუ ვინმეს უკვირს, მათ ნდობა რატომ არ აქვთ, ეს გასაკვირი აღარ არის”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები