პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა სკოლის ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 2 ბავშვი დაიღუპა
პაკისტანის აღმოსავლეთ პენჯაბის პროვინციაში, შეიარაღებულმა პირებმა სკოლის ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა და ექვსი ადამიანი დაშავდა,- ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია და ოფიციალური პირები ავრცელებენ.
ხელისუფლების განცხადებით, მძღოლი, რომელიც დაჭრილთა შორის იყო, როგორც ჩანს, თავდასხმის სამიზნე იყო.
ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თავდამსხმელებს ავტობუსის მძღოლთან პირადი უთანხმოება ჰქონდათ.
პაკისტანის პრეზიდენტმა, ასიფ ალი ზარდარიმ და შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოჰსოინ ნაკვიმ თავდასხმა დაგმეს და დაჭრილებისთვის მაქსიმალური სამედიცინო დახმარების გაწევის ბრძანება გასცეს.