“ოპოზიცია ძალიან საშიში ძალაა, გარედან იმართება; ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში უცხო ძალის აგენტურას წარმოადგენს, ამ ძალასაც ადვილად გაყიდის” – ოდიშარია
“ერთმანეთს ახლო წარსულში უკანასკნელი სიტყვებით იხსენიებდნენ, მაგრამ როგორც კი მათ უცხოელმა ინსტრუქტორებმა გაერთიანება უბრძანეს, ეს მოუწიათ. უხილავი ხელი, რომელიც ამ ფაზლს ადგენს, ფიქრობს, რანაირად და როგორმე შეიყვანოს შეცდომაში ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ მათი აზრით, ჩამოუყალიბებელია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ისაუბრა.
“როგორ შეიძლება ძველი, მჟავე სახე ახლად გადაიქცეს? ამას არც ფიზიკა და არც ქიმია არ გვასწავლის. ძალიან მძიმეა ის მდგომარეობა, რაშიც „ევროპული საქართველოს“ ერთი და მეორე ნაწილი წინასაარჩევნოდ ჩავარდა. ძალიან მძიმეა ხატია დეკანოიძის მდგომარეობა, რომელსაც სხვა გზა აღარ ჰქონდა. რა თქმა უნდა, მას იგივე მენტორებმა და ინსტრუქტორებმა ურჩიეს თუ მიუთითეს, რომ ერთადერთ მისთვის შესაფერის ადგილას – კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და მის დედაპარტიაში დაბრუნებულიყო.
რა მდგომარეობაშიც არიან, მგონი, ამაზე ანა წითლიძის გულიდან ამოხეთქილი, მართალი პოსტია მეტყველი. მან პოლიტიკურ ასპარეზზე თავის მომავალ პარტნიორს უწოდა ადამიანი, რომელიც ყველაფერს „შეიზელს“ ოღონდ პარლამენტში და გამსვლელ სიაში მოხვდეს. ეს ხალხი არჩევნებამდე ერთმანეთს ხოცავს. ჰიპოთეზურად და შავ სიზმარში რომ წარმოვიდგინოთ, ამათ ხელისუფლება ჩაიბარონ, წარმოგიდგენიათ, სიაში ადგილისთვის რომ ხალხი ერთმანეთს ხოცავს, მინისტრთა კაბინეტში ადგილისთვის სულ დაკლავენ ერთმანეთს, მართლაც, ფიზიკურად დაკლავენ. შესაბამისად, ეს ძალიან საშიში ძალაა”, – აღნიშნა ოდიშარიამ.