რატი იონათამიშვილი: ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება ნიშნავს, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობა
მმართველი გუნდის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტია.
მისივე თქმით, ივანიშვილის უსაფრთხოება ნიშნავს, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობა.
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას, ეს ადამიანი არის მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი. რა თქმა უნდა, მისი უსაფრთხოება ნიშნავს, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები მიღებული იქნება. ვისაც ეს არ მოსწონს, ის ამბობს, რომ არ უნდა, საქართველოში მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს. რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს მოაწერს ხელს, რომ ქვეყანა გაანადგუროს. ისინი საკუთარი რეაქციებით საკუთარი თავების ლუსტრაციას ახდენენ“, – განუცხადა რატი იონათამიშვილმა “პირველ არხს”.