“ნაცმოძრაობას“ მაშინ ექილიკა, როცა შუშის მიღმა სააკაშვილი და ჯორჯ ბუში იდგნენ, ერთმა შეურაცხადმა თუ ტერორისტმა მაინც მოახერხა და ხელყუმბარა მოისროლა” – ოდიშარია
“ნაცმოძრაობას“ მაშინ ექილიკა, როცა შუშის მიღმა სააკაშვილი და ჯორჯ ბუში იდგნენ და, ამის მიუხედავად, ერთმა შეურაცხადმა თუ ტერორისტმა მაინც მოახერხა და ხელყუმბარა მოისროლა. რა არის გასაკვირი იმაში, რომ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იყო მიღებული ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ისაუბრა.
როგორც დეპუტატმა განმარტა, 21-ე საუკუნე გამოწვევებით არის სავსე.
“დარწმუნებული ვარ, ეს იქნებოდა უსაფრთხოების სამსახურების რჩევა და კონსულტაცია. დღევანდელი მოცემულობა იმის ფიქრის, ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ შესაძლებელია განხორციელდეს ასეთი ტიპის ტერაქტები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც ლოგიკურადაც არის ნომერ პირველი სამიზნე, რადგან მშვიდობისმყოფელი პოლიტიკით ეღობება მათ ზრახვებს, რომელიც მეორე ფრონტის გახსნასთან და სხვა ბევრ მანკიერ მოვლენასთან არის დაკავშირებული. გახსოვთ, პრემიერ ფიცოზე თავდასხმა, დონალდ ტრამპის მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტი. დონალდ ტრამპი ასეთივე ტიპის თავდაცვითი ზომებით წარდგა ღია სივრცეში ამომრჩევლის წინაშე. ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილზე მიმდინარეობს გამოძიება და ათეულობით ადამიანია დაკითხული. რა თქმა უნდა, არსებობს არა მხოლოდ საფუძვლიანი ეჭვი და ვარაუდი, არამედ, პრაქტიკულად, მოცემულობაა, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ გამეტებული ჰყავთ. ის არის ნომერ პირველი სამიზნე. ბუნებრივია, უსაფრთხოების სამსახური მიიღებდა განსაკუთრებულ ზომებს, რომ მას ასეთი ტიპის ხიფათი აარიდოს“, – აღნიშნა დეპუტატმა.