გლუშკოვსკის რაიონში, მდინარე სეიმზე უკრაინელებმა რუსების კიდევ ერთი პონტონური ხიდი გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ კურსკის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ პონტონურ გადასასვლელს, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ ხიდის დანგრევის შემდეგ შეიქმნა,- ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება.
ჟურნალისტები ინფორმაციას თავდასხმის ვიდეოს შესწავლის შემდეგ ავრცელებენ, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა გამოაქვეყნეს.
რუსულმა ჯარებმა რამდენიმე პონტონური გადასასვლელი შექმნეს, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონში, მდინარე სეიმზე გადასასვლელ ხიდებზე შეტევა დაიწყეს.
მანამდე, ერთი პონტონური გადასასვლელი 16 აგვისტოს იერიშის შედეგად, მეორე კი – 18 აგვისტოს განადგურდა. ცნობილია კიდევ ერთი პონტონური გადასასვლელი, რომელიც მდებარეობს სოფელ გლუშკოვოს აღმოსავლეთით – ის ამ დროისთვის ადგილზე რჩება.
უკრაინელი ანალიტიკოსების თქმით, მდინარე სეიმზე ხიდების განადგურებას უკრაინის ძალებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან კურსკზე შეტევა განავითარონ და მოსკოვს გაურთულონ ძალების მდინარის მარცხენა სანაპიროზე გადასროლა.