“ქართულ საზოგადოებას მობეზრდა ეს კლოუნადა – დადგმული საშინაო დავალებები” – ოდიშარია

“საკონსტიტუციო სარჩელის სამ ნაწილად – „ენჯეოდ“, პრეზიდენტად და ოპოზიციად დაყოფა ხელოვნურია, რადგან ერთ ქვაბში ჩაყრილი კომპონენტები არიან და ამ ქვაბში წინასაარჩევნოდ იხარშებიან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სარჩელების თაობაზე განაცხადა.

“ამ ცოდვილობით რას მიაღწევენ, 26 ოქტომბერს ვნახავთ, რადგან ქართულ საზოგადოებას მობეზრდა ეს კლოუნადა – დადგმული საშინაო დავალებები. ამათ მავნებლობას და გაიძვერობას ხალხი აღარ ჭამს. ცოდვილობენ, მაგრამ არაფერი გამოსდით”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები