კურსკის ოლქის ხელმძღვანელობამ, ბომბებისგან თავდასაცავად, ბეტონის თავშესაფრების შენება დაიწყო
კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რკინაბეტონის თავშესაფრების მონტაჟი დაიწყო, – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა განაცხადა.
„დღეს დაიწყო რკინაბეტონის თავშესაფრების დამონტაჟება კურსკში, ასეთი სტრუქტურების დამონტაჟების გადაწყვეტილება ოპერატიულმა შტაბმა მიიღო“, – წერს სმირნოვი ტელეგრამის არხზე.
მისივე თქმით, ქალაქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბეტონის თავშესაფრები, ძირითადად, ხალხმრავალ ადგილებში, 60-მდე ავტობუსის გაჩერებასთან განთავსდება.
მსგავსი ღონისძიებები ტარდება ჟელეზნოგორსკში, სადაც უკვე დაწყებულია 10 რკინაბეტონის თავშესაფრის მონტაჟი. უახლოეს მომავალში თავშესაფრები კურჩატოვშიც განთავსდება.