“ბიძინა ივანიშვილი არის ნომერ პირველი სამიზნე და, ბუნებრივია, უსაფრთხოების სამსახური მიიღებდა განსაკუთრებულ ზომებს” – ოდიშარია
“ის [ბიძინა ივანიშვილი] არის ნომერ პირველი სამიზნე და, ბუნებრივია, უსაფრთხოების სამსახური მიიღებდა განსაკუთრებულ ზომებს, რათა ამ ადამიანს აარიდოს ხიფათი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია აცხადებს.
“თქვენ გახსოვთ პრემიერ ფიცოზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმა, ასევე – დონალდ ტრამპზე განხორციელებული ტერორისტული აქტი და თქვენ ნახეთ, რომ დონალდ ტრამპი სწორედ ასეთივე ტიპის თავდაცვითი ზომების მიღებით წარდგა პირველად, ღია სივრცეში, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე”, – აღნიშნავს დეპუტატი.