პორტუგალია ევროკავშირს დახმარებას სთხოვს, რადგან ტყის ხანძარი “იუნესკოს” სიაში შეტანილ ტყეებს ემუქრება
პორტუგალიამ ევროკავშირს კუნძულ მადეირაზე ტყის ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თხოვნით მიმართა.
ხანძარი რიბეირა-ბრავას მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ 14 აგვისტოს დაიწყო და ძლიერი ქარის გამო მეზობელ მუნიციპალიტეტებშიც გავრცელდა.
სამოქალაქო დაცვის რეგიონულმა უფროსმა, ანტონიო ნუნესმა განაცხადა, რომ ხანძარი შეეხო ლაურისილვას ტყის ნაწილს, ყველაზე დიდ დაფნის ტყეს, რომელიც შეტანილია “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
კვამლით მოწამვლის საშიშროების გამო ევაკუირებულია 200-მდე ადამიანი.
ინფორმაცია დაშავებულებისა ან გარდაცვლილების შესახებ არ გავრცელებულა.