რომში ტყის ხანძარს ებრძვიან, დაშავებულია ოთხი ადამიანი

რომში ტყის ხანძარს ებრძვიან, დაშავებულია ოთხი მაშველი,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტყის ხანძარი რომში, სინეჩიტას სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში გაჩნდა.

მეხანძრეების თქმით, სამაშველო სამუშაოების დროს მძიმედ დაშავდა მეხანძრე და სამი მოხალისე, მათ შორის ქალი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შექმნილი მდგომარეობის გამო, სტიქიის ზონასთან მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები