REUTERS: რობერტ კენედი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ტრამპის ადმინისტრაციაში თანამდებობის სანაცვლოდ მოხსნის
აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, რობერტ კენედი, სავარაუდოდ, კამპანიას დაასრულებს და ტრამპს დაუჭერს მხარს,- ამის შესახებ REUTERS-ი წერს.
როგორც მედია იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ცდილობს გარიგებას დონალდ ტრამპთან, რომლის მიხედვითაც, ტრამპის ადმინისტრაციაში თანამდებობის სანაცვლოდ რესპუბლიკელ მეტოქეს მხარს დაუჭერს.
კენედის კამპანიაში განაცხადეს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, არჩევის შემთხვევაში შესთავაზებს თუ არა ტრამპი კენედის პოზიციას თეთრ სახლს.
ამასთან, ტრამპმა „სიენენთან“ საუბრისას განაცხადა, რომ თანახმა იქნება თავის ადმინისტრაციაში კენედისთვის თანამდებობის მიცემაზე, თუ დამოუკიდებელი კანდიდატი გამოეთიშება საარჩევნო რბოლას და მას დაუჭერს მხარს.