მეგან ფოქსი მეორე შვილის დედა გახდა

   ჰოლივუდის მსახიობი მეგან ფოქსი უკვე მეორედ გახდა დედა. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობებს მეორე შვილი ვაჟი შეეძინათ. მეგან ფოქსსა და ბრაიან ოსტინ გრინს პირველი შვილი 2012 წლის 27 სექტემბერს გაუჩნდათ. შვილს ნოი შენონ გრინი დაარქვეს. “ტრანსფორმერების” გმირს არა ერთხელ უღიარებია, რომ მინიმუმ ორი ან სამი შვილი უნდოდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ის ოსტინ გრინის პირველი ქორწინებიდან 10 წლის შვილს – კასიუსსაც ზრდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები