კამალა ჰარისი დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა
ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე, კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა.
ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ტიმ უოლცი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისთვის საჭირო მხარდაჭერა მოიპოვა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს ჩატარდება.