ირაკლი ქადაგიშვილი: მე, როგორც წინა არჩევნების დროს ყოფილი მაჟორიტარი, იმავე 4 მუნიციპალიტეტში, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ვიქნები ხალხის ინტერესების კიდევ უფრო მეტად გამომხატველი

მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მიერ მისი კანდიდატურის დელეგატად წარდგენასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„მე, როგორც წინა არჩევნების დროს ყოფილი მაჟორიტარი, იმავე 4 მუნიციპალიტეტში, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ვიქნები ამ ხალხის ინტერესების კიდევ უფრო მეტად გამომხატველი. ეს არის ჩემი და ჩემი პარტიის ნებაყოფლობითი არჩევანი. ანუ, ეს არის არა ვალდებულებითობა, როგორც მაჟორიტარობის დროს იყო, არამედ ეს არის არჩევანი. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია, თავის სიის შემადგენლობაში მყოფი რომელიმე წევრი რომელიმე საარჩევნო ოლქში დელეგატის სტატუსით წარადგინოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები