თბილისის საქალაქო სასამართლოში დათა ახალაია დაიკითხება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაია დაიკითხება. ამის შესახებ ადვოკატმა დავით დეკანოიძემ განაცხადა. პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. დათა ახალაიას დაკითხვა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე იგეგმება, სადაც მას საკონტროლო გასროლით განზრახ მკვლელობას ედავებიან. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. მისი საქმე მთავარი საქმიდან გამოყოფილია და ცალკე წარმოებად უნდა გაგრძელდეს იმ მოტივით, რომ ახალაიას ექსტრადირების საკითხის განხილვა საბერძნეთის სასამართლოში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები