კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი და დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 47-ე სესიაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდნენ
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა და საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსმა სალომე ჯამბურიამ დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღეს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 47-ე სესიაში, რომელიც 6-იდან 16 ივლისამდე პარიზში, იუნესკოს სათავო ოფისში მიმდინარეობს.
საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსმა სალომე ჯამბურიამ კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ქართული ძეგლების შესახებ ისაუბრა.
მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წევრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელეს საქართველოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების – გელათის მონასტრისა და მცხეთის ისტორიული ძეგლების კონსერვაციის, აგრეთვე, მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის იმპლემენტაციის სხვადასხვა საკითხის, მათ შორის – მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ახალი ძეგლების შეტანის შესახებ და მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილებები.