ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია და გაბიონების მოწყობა სრულდება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, (გაღმა დვაბზუ) სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია და გაბიონების მოწყობა სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 228 895 ლარს შეადგენს, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების“ ფარგლებში განხორციელდა.
„სამუშაოები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.