რუსეთი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი ჩაატაროს, თუმცა უკრაინა აშკარად ამის გაკეთებას არ ჩქარობს,- ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“კიევი აშკარად ჩქარობს. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით წინადადებებს ვადებთან დაკავშირებით. რუსული მხარე მზადაა გააგრძელოს და ჩაატაროს მოლაპარაკებების მესამე რაუნდი“, – თქვა მან.
შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 2 ივნისს სტამბოლში გაიმართა.