ახმეტაში ძმამ საკუთარი და გულის არეში დაჭრა – ბრალდებული დაკავებულია
ახმეტის რაიონში ახალგაზრდა გოგონა გულის არეში დაჭრეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, გოგონა საკუთარმა ძმამ დაჭრა. დაზარალებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მიმდინარეობს გამოძიება.