ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველოლოგმა პიტერ სკინერმა ეროვნულ ბიბლიოთეკას მნიშვნელოვანი კოლექცია გადასცა საჩუქრად
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული დარბაზის კურატორი მაია სიმონიშვილი ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველოლოგს, ბრიტანული წარმოშობის ამერიკელ ისტორიკოს პიტერ სკინერს ეწვია.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ბატონმა პიტერმა, საქართველოს შესახებ არაერთი ნაშრომის ავტორმა და ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობარმა, ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ინგლისურენოვანი გამოცემების მნიშვნელოვანი კოლექცია და ინგლისური ლიტერატურა, რომელსაც მრავალი წელი პირადად არჩევდა და აგროვებდა.
ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ბატონ პიტერს ერთგული მეგობრობისა და ძვირფასი საჩუქრისთვის.
პროექტის ხელშეწყობისთვის განსაკუთრებული მადლობა – რუსუდან ვაშაკიძეს, ეთერ ჭკადუასა და ქეთი გოჩაშვილს.