„ხვალიდან ჩვენს მუზეუმში ახალი ბილეთებია“ – გიორგი კალანდია
ხელოვნების სასახლეს დღეიდან ახალი ბილეთები ექნება.
ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია წერს:
„აი, ასეთი კარგი ამბავი გვაქვს ხელოვნების სასახლეში… ხვალიდან ჩვენს მუზეუმში ახალი ბილეთებია. ისეთი ლამაზი და მშვენიერი, რომ გადაგდება დაგენანებათ და აუცილებლად სახლში სუვენირად წაიღებთ… გარდა იმისა რომ ბილეთზე პეტრე ოცხელის უკვდავი შედევრია გამოსახული, აქვე არის QR კოდი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ თქვენს მობილურზე ქართული ანიმაციიდან დაუვიწყარი ეპიზოდების ამსახველი სტიკერები ჩამოქაჩოთ…
ეს შესანიშნავი პროექტი Viber-თან ერთად განვახორციელეთ და მისი მიზანი ჩვენი ეროვნული კულტურის პოპულარიზაციაა… ყველას დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით კი თეონა ბაღდავაძეს, ჩვენი მუზეუმის ძველსა და ერთგულ მეგობარს, ასევე Viber-ის შესანიშნავ ჯგუფს, ჩვენი მუზეუმის თანამშრომლებს ირაკლი ზამბახიძესა და ბეგი ბუკიას… ერთობლივმა ძალისხმევამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო“, – წერს გიორგი კალანდია.