„ჯეოსელის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

  ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია “ჯეოსელის” წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე კოდექსის 218-ე მუხლით აღიძრა, რაც დიდი ოდენობით გადასახადებისაგან თავის არიდებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ კომპანია “ჯეოსელში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები გუშინ შევიდნენ. შემოწმება გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც კონკრეტული საკითხის შესწავლას უკავშირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები