გაგრაში ხეების წაქცევამ მაგისტრალი გადაკეტა – შეფერხდა მოძრაობა
დე ფაქტო აფხაზეთში, გაგრის რაიონში, სოფელ ბაგრიფსტასთან საავტომობილო გზაზე ორი ხე წაიქცა, რის შედეგადაც, საავტომობილო გზის მე-10 კილომეტრზე მოძრაობა დილიდან გადაიკეტა, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების ე.წ. სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ხეების წაქცევის მიზეზი, შესაძლოა, 1-ელ აგვისტოს, სოფელ ბაგრიფსტასთან გაჩენილი ხანძარი გამხდარიყო – სავარაუდოა, რომ ხეების ფესვები დაზიანდა და სწორედ ამან გამოიწვია მრავალკილომეტრიანი საცობი.
ამ დროისთვის მაგისტრალზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.