თბილისის ნაწილი კვლავ სასმელი წყლის გარეშე რჩება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 150 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციოდ, დღეს ნაშუადღევიდან, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ინფორმაციით, ავარიულად დაზიანდა მაგისტრალური მილის მატროსოვის ქუჩაზე გამავალი მონაკვეთი.
როგორც „კვირას“„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერდან“ აცნობეს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 12:30 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდება: ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს – N73-დან N91-ის ჩათვლით; მოსკოვის გამზირის ნაწილს – N1-დან სამგორის ქუჩამდე; მატროსოვის, მეველეს, სამგორის, გუდარეხის, სახალხოს, ციხისძირისა და მიმდებარე ქუჩებს; სამრეწველოს დასახლების ნაწილს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს დღეს ღამის 12:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება სამუშაო რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აბონენტებს წყლის მიწოდების შეწყვეტასა და მის ხანგრძლივობაზე ყოველდღიური ინფორმაციის მოძიება შეუძლიათ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.georgianwater.com, რომელიც მუდმივად განახლებად რეჟიმში ფუნქციონირებს. შესაბამისი ინფორმაციის მოსაძიებლად საჭიროა „მთავარი გვერდიდან“ „გადაუდებელი სამუშაოების“ ჩანართზე გადასვლა – http://www.georgianwater.com/main.php?pg=spl&tp=7&mn1=3&mn2=37