თურქეთმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ წვდომა დაბლოკა

თურქეთის საკომუნიკაციო ორგანომ გამოაცხადა, რომ Meta-ს საკუთრებაში არსებული პლატფორმა “ინსტაგრამი” დაბლოკილია.

ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამმართველოს ოფიციალურ ვებგვერდზე გადაწყვეტილების მიზეზი განმარტებული არ არის. არაფერია ნათქვამი იმის შესახებაც, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვა.

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალტუნმა, “ინსტაგრამი” ცენზურაში დაადანაშაულა და გააკრიტიკა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებული სამძიმრის შემცველი ჩანაწერების გავრცელება შეიზღუდა.

ისმაილ ჰანიე, პალესტინის ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ახლო მოკავშირე იყო. ერდოღანმა ჰანიეს ხსოვნის პატივსაცემად 2 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა.

როგორც ცნობილია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თურქეთის ხელისუფლებამ დროებით დაბლოკა წვდომა სოციალურ მედია საიტებზე, განსაკუთრებით თავდასხმების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები