“ჰამასის” მეთაურს კატარში დაკრძალავენ
ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ცხედარი, კატარში გადაასვენეს, სადაც მისი დაკრძალვის ცერემონია გაიმართება.
დოჰას აეროპორტში სპეციალურ თვითმფრინავს დაჯგუფების ლიდერები, მათ შორის ყოფილი მეთაური ჰალედ მაშალიც დახვდა.
დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან არაბი და ისლამელი ლიდერები, ასევე პალესტინის ფრაქციების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.
ჰანიე, პალესტინის შეიარაღებული ჯგუფის პოლიტიკური ხელმძღვანელი, “ჰამასის” პოლიტიკური ოფისის სხვა წევრებთან ერთად, დოჰაში ცხოვრობდა.
მკვლელობის შემდეგ გავრცელდა ვარაუდი, რომ ჰანიეზე თავდასხმა ისრაელის მიერ იყო ორგანიზებული. მომხდარზე ისრაელი პასუხისმგებლობას არ იღებს.