ოკუპირებულ აფხაზეთში “აპარტამენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კანონპ­რო­ექ­ტი” “საპროტესტო მუხტის გასანეიტრალებლად” გა­იწ­ვი­ეს

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტი­დან აპარტამენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­იწ­ვი­ეს, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას “ეხო კავ­კა­ზა“ ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტის გაწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში 10 ათასამ­დე ბი­ნის მშე­ნებ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, თა­ვად ინი­ცი­ა­ტორ­მა, ე.წ. დე­პუ­ტა­ტებ­მა მო­ი­თხო­ვეს. კა­ნონპროექტის გაწ­ვე­ვის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ხელი ე.წ. პარლა­მენ­ტის სპი­კერ­მა, ლაშა აშუ­ბამ მო­ა­წე­რა.

ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის “პრეს­სამ­სა­ხუ­რის” გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გაწ­ვე­ვის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა “და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მუხ­ტვი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად“ მი­ი­ღეს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი­სა და ხმა­უ­რის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ას­ლან ბჟა­ნია, “აპარ­ტა­მენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის“ მი­ღე­ბას ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში ითხოვ­და. თუმ­ცა, მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტის ფონ­ზე, პარ­ლა­მენ­ტმა ის არ გა­ნი­ხი­ლა და უკან და­უბ­რუნ­და.

ინფორმაციისთვის, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გა­სა­ყი­დი აპარტ-ოტე­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მხო­ლოდ თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები