მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რიგი მომსახურებები მეზღვაურებისათვის უფასო იქნება

25 ივნისი მეზღვაურის საერთაშორისო დღეა.

მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რიგი მომსახურებები მეზღვაურებისათვის უფასო იქნება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის N 1-1/204 ბრძანების საფუძველზე 2026 წლის 22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურები სრულად გათავისუფლდებიან საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მე-7 სამუშაო დღეს გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგი ვალდებულებებისაგან:

“მეზღვაურის კომპეტენციის დასადასტურებლად კვალიფიკაციის
სერტიფიკატის გაცემა (მატროსი, მოტორისტი)

მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის გაცემა

მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის გაცემა

საფასურის გადახდისგან გათავისუფლება შეეხება საქართველოს
მოქალაქე მეზღვაურებს იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული დოკუმენტების მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია მინიმუმ 12 თვე”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები