იენს სტოლტენბერგი – პატიმრების გაცვლაზე: ეს პროცესი ნატოს მოკავშირეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობამ გახადა შესაძლებელი
რუსეთთან პატიმრების გაცვლის შეთანხმება შესაძლებელი გახდა ნატოს მოკავშირეების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, – ასე ეხმიანება პატიმრების გაცვლის პროცესს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“მივესალმები მოკავშირეების უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების და რუსი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ნატოს მოკავშირეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობამ ეს მიღწევა შესაძლებელი გახადა. მშვიდობიანი ოპოზიციის უფლება და მედიის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოქმედი საზოგადოებისთვის”, – წერს ნატოს გენერალური მდივანი სოციალურ ქსელ X-ში.