ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთში და სხვაგან უკანონოდ დაკავებულთა მხარდაჭერას – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში პატიმრების მასშტაბური გაცვლის იმ პროცესს ეხმაურება რის შედეგადაც რუსეთმა და ბელარუსმა დასავლეთის ქვეყნებს 16 დაკავებული პირი გადასცეს.

თემასთან დაკავშირებით, შარლ მიშელი სტატუსს X-ში აქვეყნებს:

“მივესალმები რუსეთის რეჟიმის მიერ უსამართლოდ დაპატიმრებული 16 ადამიანის გათავისუფლებას. ალსუ, ევანი, პოლ, ვლადიმერ და სხვები: თქვენ გეკუთვნით თქვენს ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა!

ასევე მადლობას ვუხდი ყველას ევროპაში, ვინც ხელი შეუწყო დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას.

ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთში და სხვაგან უკანონოდ დაკავებულთა მხარდაჭერას”, – წერს შარლ მიშელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები