იემენელი ჰუსიტები ჰანიეს მკვლელობისთვის ისრაელს „სამხედრო პასუხით“ ემუქრებიან
ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების ლიდერი პირობას დებს, რომ „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის ისრაელს სამხედრო პასუხს გასცემს.
„ამ დანაშაულებზე უნდა იყოს სამხედრო პასუხი, რომლებიც სამარცხვინო და სახიფათოა და წარმოადგენს ისრაელის მტრის მთავარ ესკალაციას“, – თქვა აბდულ მალიქ ალ-ჰუთიმ სატელევიზიო გამოსვლაში.
შეგახსენებთ, რომ თეირანში, 30 ივლისს მომხდარი საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე მოკლეს.