ვადიმ კრასიკოვი, FSB-ის ყოფილი მაღალჩინოსანი პოლკოვნიკი, რომელსაც გერმანიის ციხეში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, პატიმრების გაცვლის შემდეგ რუსეთში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კრასიკოვი ყოფილი ჩეჩენი მებრძოლის, ზელიმხან „თორნიკე“ ხანგოშვილის მკვლელობისთვის გაასამართლეს. 2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს.